"ისლამურმა სახელმწიფომ" შესაძლოა, ევროპაში ტერაქტების მოსაწყობად ქიმიური იარაღი გამოიყენოს | Allnews.Ge

"ისლამურმა სახელმწიფომ" შესაძლოა, ევროპაში ტერაქტების მოსაწყობად ქიმიური იარაღი გამოიყენოს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" შესაძლოა, ევროპაში ტერაქტების ქიმიური იარაღით მოსაწყობად ემზადებოდეს. ამის შესახებ ევროკავშირის კოორდინატორმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ჟილ დე კერშოვმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები დღეისთვის მოწყვლად სამიზნეებს ირჩევენ, მათ შორის, სამოქალაქო პირებს ხალხმრავალ ადგილებში - მაღაზიებში, სტადიონებზე, აეროპორტებსა და სადგურებზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ტერორისტების მიერ ტერაქტებისთვის ახალი საშუალებების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობით, მათ შორის ქიმიური იარაღის", - განაცხადა კერშოვმა.

მისი აზრით, ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე რეალური გახდა სირიაში ომის შედეგად, რომლის დროსაც რადიკალური დაჯგუფებების ხელში შესაძლებელი იყო, მოხვედრილიყო მომწამვლელი ნივთიერებები.

myquiz