თურქეთში აფეთქების შედეგად სამი თურქი სამხედრო დაიღუპა | Allnews.Ge

თურქეთში აფეთქების შედეგად სამი თურქი სამხედრო დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აფეთქების შედეგად 3 თურქი სამხედრო დაიღუპა და 8 დაშავდა. სააგენტო "როიტერის" ცნობით, გზაზე, სადაც სამხედროებით სავსე ავტობუსი გადაადგილდებოდა, ნაღმი აფეთქდა.

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, "როიტერთან" წყაროები აცხადებენ, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული.

ქურთმა მებრძოლებმა თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა გასული წლის ივლისში განაახლეს. ამ პერიოდის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებს 600-ზე მეტი თურქი სამხედრო და 7 000-ზე მეტი ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.

myquiz