აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადის გაზრდაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს | Allnews.Ge

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადის გაზრდაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

აზერბაიჯანში დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეფერენდუმი იმართება. კენჭისყრაზე გამოტანილია რამდენიმე საკითხი, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა 5-დან 7 წლამდე, ასევე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება.

მოსახლეობას საკუთარი აზრის დაფიქსირება ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 5,2 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე შეუძლია.

მანამდე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანადებობის შემოღებას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული ინიციატივით აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოვიდა.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ოპოზიცია ამ ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ალიევი ამ გზით საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას ცდილობს.

myquiz