საფრანგეთში 17 და 19 წლის გოგონები ტერაქტს გეგმავდნენ | Allnews.Ge

საფრანგეთში 17 და 19 წლის გოგონები ტერაქტს გეგმავდნენ

საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომლებმა ორი გოგონა დააკავეს, რომლებიც ქალაქ ნიცაში ტერაქტს გეგმავდნენ. ამის შესახებ "Le Parisien" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 17 და 19 წლის გოგონები, რომლებიც ჯიჰადისტს, საფრანგეთის მკვიდრ რაშიდ კასიმოვს, "Telegram"-ის მესენჯერით უკავშირდებოდნენ. ძიების ვერსიით, კასიმოვი გოგონებს კონკრეტულ ობიექტებზე თავდასხმის მითითებებს აძლევდა.

ერთ-ერთი დაკავებულის წინააღმდეგ 2014 წელს საქმე უკვე იყო აღძრული სხვა დანაშაულისთვის - ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირისთვის. ის ასევე აპირებდა "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებას.

myquiz