სირიის 4 ალყაშემორტყმულ რაიონში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს | Allnews.Ge

სირიის 4 ალყაშემორტყმულ რაიონში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს

პირველად ბოლო 6 თვის განმავლობაში სირიის 4 ალყაშემორტყმულ რაიონში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა გახდა შესაძლებელი.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში განაცხადეს, რომ საკვები პროდუქტები და მედიკამენტები დამასკოსთან მდებარე ორ ქალაქში მადაიასა და ზაბადანიში, ასევე პროვინცია იდლიბში მდებარე ფუასა და კეფრაიას დასახლებულ პუნქტებში ჩაიტანეს.

როგორც "ბიბისი" წერს, სირიაში დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი ძნელად მისადგომ რაიონებში ცხოვრობს. აქედან 400 000 სამოქალაქო პირი ალყაშემორტყმულ რაიონებში იმყოფება, სადაც საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტია.

myquiz