ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 2 %-ით უსწრებს | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 2 %-ით უსწრებს

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი პირველი დებატების წინ, პოპულარობით, რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს 2 %-ით უსწრებს. ამას მოწმობს ტელეკომპანია "ეი-ბი-სი"-სა და "ვაშინგტონ პოსტის" ერთობლივი გამოკითხვები.

შედეგებმა აჩვენა, რომ 46% ხმას კლინტონს მისცემდა, 44% - ტრამპს.

გამოკითხულებს ასევე, აინტერესებდათ, ვინ გაიმარჯვებს დებადეტებისას. 47 %-ის აზრით, გამარჯვებული ჰილარი კლინტონი იქნება, 33 % კი გამარჯვებას ტრამპს უწინასწარმეტველებს.

ორი საპრეზიდენტო კანდიდატის პირველი საპრეზიდენტო დებატები 26 სექტემბერს გაიმართება.

myquiz