ბუდაპეშტის ცენტრალურ რაიონში აფეთქება მოხდა | Allnews.Ge

ბუდაპეშტის ცენტრალურ რაიონში აფეთქება მოხდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ცენტრალურ რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი სამართალდამცველი დაშავდა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას უნგრეთის ხელისუფლება ავრცელებს. აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 22:30 საათზე ოქტოგონის მოედნის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე მოხდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია ალყაში მოაქციეს და ინციდენტის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დროებით დატოვებისკენ მოუწოდეს.

გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. აფეთქების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

myquiz