ალეპოში ორ მილიონზე მეტ ადამიანს სასმელი წყალი არ მიეწოდება | Allnews.Ge

ალეპოში ორ მილიონზე მეტ ადამიანს სასმელი წყალი არ მიეწოდება

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცნობით, სირიის ქალაქ ალეპოში ორ მილიონზე მეტ ადამიანს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ორგანიზაციის ცნობით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა წყლის სატუმბი სადგურები.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცნობით, შექმნილმა პრობლემამ, შესაძლოა, ეპიდემია გამოიწვიოს, რადგან ადამიანებს დაბინძურებული წყლის მოხმარება მოუწევთ.

აქტივისტების ცნობით, პარალელურად, სირიისა და რუსეთის ავიაცია ალეპოს აღმოსვლეთ ნაწილს ბომბავს, რომელიც მეამბოხეების კონტროლის ქვეშ არის.

სირიის მთავრობამ ალეპოზე შეტევითი ოპერაციის დაწყება გუშინ დაანონსა.

myquiz