სამხრეთ კორეას კიმ ჩენ ინის ლიკვიდირების გეგმა მზად აქვს | Allnews.Ge

სამხრეთ კორეას კიმ ჩენ ინის ლიკვიდირების გეგმა მზად აქვს

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ლიკვიდირების გეგმა აქვს შემუშავებული.

СNN-ის ცნობით, ამის შესახებ საპარლამენტო მოსმენაზე სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ჰან მინ გუმ განაცხადა.

მისი ცნობით, შექმნილია სპეცდანიშნულების ძალების ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდირების ოპერაციას ჩაატარებს.

თავდაცვის მინისტრმა დააადასტურა, რომ აღნიშნული გეგმა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ჩრდილოეთ კორეა მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

"სამხრეთ კორეას აქვს იდეა და გეგმა გამოიყენოს სარაკეტო შესაძლებლობები, რათა მტრის ობიექტებზე იერიში მიიტანოს და გაანადგუროს მისი ლიდერები", - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, სეული ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის.

ჰან მინ გუს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა მზად არის ჩაატაროს ბირთვული იარაღის მორიგი, მეექვსე ცდა. ბოლოს, ოფიციალურმა ფხენიანმა ბირთვული იარაღი დაახლოებით ორი კვირის წინ გამოსცადა, რასაც მსოფლიო საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

myquiz