გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპული 148 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპული 148 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

ეგვიპტის სანაპიროსთან, ოთხშაბათს გემის გადაბრუნების შედეგად დაღუპულ მიგრანტთა 148 ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ასოშიეთიედ პრესი" იუწყება.

გემზე კატასტროფის მომენტში 600-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. პროვინცია ბუჰეირას მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მაშველებმა უფრო მეტი ცხედარი აღმოაჩინონ.

გემი ოთხშაბათს, ხმელთაშუა ზღვაში დასახლებულ პუნქტ ბურგ-რაშიდთან ჩაიძირა. მასში იმყოფებოდნენ მიგრანტები სირიიდან, ეგვიპტიდან და სხვა აფრიკული ქვეყნებიდან.

myquiz