ევაკუაცია ფრანკფურტის აეროპორტში | Allnews.Ge

ევაკუაცია ფრანკფურტის აეროპორტში

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს.

გავრცელებული ცნობით, ბომბის არსებობის საფრთხის გამო ევაკუირებულია პირველი ტერმინალი. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც უსაფრთხოების შემოწმებას გადიოდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა.

ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ თავად მგზავრებიც სოციალურ ქსელში. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

myquiz