ესტონეთში მომავალი პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლეს | Allnews.Ge

ესტონეთში მომავალი პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლეს

ესტონეთის პარლამენტმა მომავალი პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლო. ევროპული მედიის ცნობით, ვერც ერთმა კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოში ვერ დააგროვა საჭირო 68 ხმა. ყოფილმა ევროკომისარმა სიიმ კალასმა 45 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო ოპოზიციური ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელმა, მაილის რეპსმა 32-ის.

მომდევნო კენჭისყრა უკვე ესტონეთის 335-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 24 სექტემბერს გაიმართება, სადაც ახალ პრეზიდენტს უბრალო უმრავლესობით აირჩევენ.

ესტონეთის მოქმედ პრეზიდენტს ტოომას ჰენდრიკ ილვესს უფლებამოსილების ვადა ეწურება. იგი ორი ვადით უკვე იყო არჩეული.

ესტონეთში პრეზიდენტს პარლამენტი ან საარჩევნო კოლეგია ირჩევს და მას მეტწილად ცერემონიალური როლი აქვს.

myquiz