ინდოეთში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დაფიქსირდა | Allnews.Ge

ინდოეთში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დაფიქსირდა

ინდოეთში წელს ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დაფიქსირდა. "ბიბისი"-ს ინფორმაციით, მდინარე განგის ადიდების შედეგად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პატნეში წყლის დონემ 50,52 მეტრს მიაღწია. ქვეყანაში წყლის დონის ყველაზე მაღალი მჩვენებელი 1994 წელს დაფიქსირდა, მაშინ აღნიშნულმა მაჩვენებელმა 50,27 მეტრს მიაღწია.

მიმდინარე წელს წყალდიდობის შედეგად ინდოეთში უკვე 150 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

მსოფლიოში სიდიდით მესამე მდინარე ნაპირებიდან ყოველ წელს უხვი ნალექის დროს გადმოდის.

myquiz