ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე უარი მეცხრედ უთხრეს | Allnews.Ge

ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე უარი მეცხრედ უთხრეს

"ბითლზების" სოლისტ ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე კვლავ უარი უთხრეს. "ბიბისი"-ს ცნობით, 61 წლის მარკ დევიდ ჩეპმენმა პროფილური კომისიის დარწმუნება კვლავ ვერ შეძლო.

სხდომის შედეგების თანახმად ჩეპმენი ნიუ-იორკში მდებარე მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხოვრების ბოლომდე დარჩება.

"თქვენთან საუბრისა და საქმის ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ თქვენი გათავისუფლება საზოგადოების კეთილდღეობასთან შეუთავსებელია, ამცირებს თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაულის მნიშვნელობას და შეუარცხყოფს კანონს", - ნათქვამია კომისიის გადაწყვეტილებაში.

ლენონის მკვლელობისთვის გასამართლებულ მარკ დევიდ ჩეპმენს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უკვე მეცხრედ უთხრეს. პირველად განაცხადი მან 2000 წელს შეიტანა. მაშინ კომისიასთან საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის საფრთხის მომტანი არ არის და აღარც ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს.

1980 წლის 8 დეკემბერს მან სტუდიიდან გვიან ღამით დაბრუნებულ ჯონ ლენონს ლიმუზინიდან გადმოსვლის შემდეგ 4-ჯერ ესროლა, რაც მუსიკოსისთვის სასიკვდილო იყო.

myquiz