კოლუმბიაში ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე 52 წლიანი ომი დასრულდება | Allnews.Ge

კოლუმბიაში ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე 52 წლიანი ომი დასრულდება

კოლუმბიის ხელისუფლებასა და მემარცხენე, რადიკალურ, რევოლუციურ-შეიარაღებულ ძალებს შორის ისტორიული ზავი დაიდო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს შევიდა.

მოლაპარაკებები 4 წლის განმავლობაში კუბის დედაქალაქ ჰავანში მიმდინარეობდა. დაპირისპირებული მხარეები ზავის საბოლოო შეთანხმებას ხელს ოქტომბერში მოაწერენ.

კოლუმბიის რევოლუციური ძალების ლიდერმა როდრიგო ლონდონომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა.

"მშობლები აღარასდროს დაკრძალავენ ომში დაღუპულ შვილებს. დაპირისპირება და წყენა წარსულში დარჩა", - განაცხადა ლონდონომ.

კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი დასასრულს უახლოვდება.

კოლუმბიაში ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ძალებს შორის ომი უკვე 52 წელია მიმდინარეობს. საომარ მოქმედებებს 260 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 45 ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 7 მილიონამდე ადამიანმა კი საკუთარი საცხოვრებელი დატოვა.

myquiz