ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის ფაქტი არ დადასტურდა | Allnews.Ge

ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის ფაქტი არ დადასტურდა

ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის ფაქტი არ დადასტურდა. პოლიციის განმარტებით, პანიკა ხმაურმა გამოიწვია. სამართალდამცველები ხმაურის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. აეროპორტში ფრენები უკვე აღდგა, რეისები დადგენილი გრაფიკით ხორციელდება.

ლოს-ანჯელესის აეროპორტის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ "ზოროს" კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი დააკავა.

სამართალდამცველებმა ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის შესახებ მიიღეს შეტყობინება, ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დაუყოვნებლივ მივიდა. აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაციაც მოხდა.

myquiz