ლოს-ანჯელესის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა | Allnews.Ge

ლოს-ანჯელესის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა

ლოს-ანჯელესის პოლიციაში აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შესახებ შევიდა ინფორმაცია. როგორც Twitter-ში პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლოს-ანჯელესის პოლიცია ახლა ინფორმაციას ამოწმებს და აეროპორტის ტერიტორიაზე შესაბამის სამუშაობეს ატარებს.

"მიღებულია ყველა ზომა მგზავრების უსაფრთხოებისთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცველების ცნობით, სროლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა აეროპორტში შესვლა დროებით შეზღუდულია. ტერმინალიდან მზაგვრების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო სავარაუდო ეჭვმიტანილი დააკავეს.

myquiz