უნგრეთი და ჩეხეთი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდიან | Allnews.Ge

უნგრეთი და ჩეხეთი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

უნგრეთი და ჩეხეთი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. როგორც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა, ვიქტორ ორბანმა და ბოჰუსლავ სობოტკამ განაცხადეს, უსაფრთხოება ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა გახდეს, ამიტომ საჭიროა გაერთიანებული ევროპული ჯარის შექმნა.

ევროკავშირის გაერთიანებული არმიის შექმნის მოწოდებით გასულ წელს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერიც გამოდიოდა. მისი მოსაზრებით, ევროკავშირის ერთიანი შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

myquiz