მოსკოვში ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა | Allnews.Ge

მოსკოვში ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

მოსკოვში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. რუსული პრესის ცნობით, ძლიერი ხანძარი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.

სააგენტო "ინტერფაქსი " წერს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა დსთ-ს ქვეყნიდან ჩასული პირია.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

myquiz