კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა | Allnews.Ge

კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. როგორც "ბიბისი" იტყობინება,  კომპანია Tesoro-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტების რეზერვუარი აფეთქდა.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მცხოვრებლებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა. კომპანია Tesoro-ში აფეთქების გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.

myquiz