საფრანგეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბურკინის აკრძალვა არამართლზომიერად ცნო | Allnews.Ge

საფრანგეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბურკინის აკრძალვა არამართლზომიერად ცნო

საფრანგეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მუსლიმური საცურაო კოსტუმის, ბურკინის აკრძალვა არამართლზომიერად ცნო.

სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება აქვს, კერძო პირის თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეზღუდოს, თუ საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხე არსებობს.

ბურკინის ტარება საფრანგეთის რიგ ქალაქში, მათ შორის ნიცასა და კანში ცოტა ხნის წინ აიკრძალა.

მაშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ბურკინი წარმოადგენს "პოლიტიკურ პროექტს, რომელიც ქალების დამცირებისკენ არის მიმართული".

myquiz