უნგრეთი სერბეთის საზღვარზე მეორე ღობეს ააშენებს | Allnews.Ge

უნგრეთი სერბეთის საზღვარზე მეორე ღობეს ააშენებს

მიგრანტების ნაკადის შესაჩებლად უნგრეთი სერბეთის საზღვარზე მეორე ღობეს ააშენებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მეორე ღობე უკვე არსებული ღობის გასწვრივ აშენდება.

"ჩვენ ვაპირებთ უფრო მასშტაბური დამცავი სისტემის აგებას", - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთმა პირველი ღობე სერბეთის საზღვარზე 2015 წელს ააშენა.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, აღნიშნული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მიგრანტების ნაკადი, რომელიც ე.წ. ბალკანური მარშრუტით ევროპაში ჩასვლას ცდილობდა.

myquiz