კლინტონმა პუტინს "რადიკალური ნაციონალიზმის გლობალური ბრენდის ნათლიმამა" უწოდა | Allnews.Ge

კლინტონმა პუტინს "რადიკალური ნაციონალიზმის გლობალური ბრენდის ნათლიმამა" უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მთავარი მეტოქე დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა.

როგორც The Washingtop Post-ი წერს, ნევადაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე კლინტონმა პუტინს "რადიკალური ნაციონალიზმის გლობალური ბრენდის ნათლიმამა" უწოდა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია.

"დონალტ ტრამპი ამბობს, რომ უნდა მივატოვოთ ჩვენი მოკავშირეები ნატო-დან, მხარს უჭერს რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიას და კრემლს აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს", - განაცხადა კლინტონმა.

მისი თქმით, პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს რუსეთის მიმართ ისეთი მიდგომა აქვს, როგორიც არ ჰქონია არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს.

myquiz