იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 267-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 267-მდე გაიზარდა

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 267-მდე გაიზარდა, დაახლოებით 400 ადამიანი საავადმყოფოში გადის მკურნალობას. ასეთია იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, იტალიაში სეისმური აქტივობა კვლავ გრძელდება. კერძოდ, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაფიქსირდა 650-მდე მიწისქვეშა ბიძგი.

6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც შენობების ¾ ნანგრევებად იქცა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

myquiz