ბოლივიაში მომიტინგე მაღაროელებმა შს მინისტრის მოადგილე ცემით მოკლეს | Allnews.Ge

ბოლივიაში მომიტინგე მაღაროელებმა შს მინისტრის მოადგილე ცემით მოკლეს

ბოლივიაში მომიტინგე მაღაროელებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოკლეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ შს მინისტრმა კარლოს რომერომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, როდოლფო ილიანესი მაღაროელებმა მაშინ მოკლეს, როცა ის მათთან მოსალაპარაკებლად მივიდა.

შსს-ს ცნობით, მაღალჩინოსნის გარდაცვალების მიზეზი მის წინააღმდეგ გამოყენებული ფიზიკური ძალადობა გახდა.

უკვე ორი კვირაა ბოლივიაში მაღაროელები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამ პერიოდის განმავლობაში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, რასაც ორი მაღაროელი ემსხვერპლა.

myquiz