თურქეთის ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის განყოფილებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა | Allnews.Ge

თურქეთის ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის განყოფილებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში ძლიერი აფეთქება მოხდა. უშიშროების სამსახურის ცნობით, შედეგად დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი.

როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, აფეთქება ჯიზრეში მდებარე პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ჯიზრეში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქურთია.

myquiz