იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა | Allnews.Ge

იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ოთხშაბათს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს მიაღწია. დაშავებულია 365 მოქალაქე.

6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში ოთხშაბათ დილით მოხდა. დაინგრა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქები და სოფლები.

ნანგრევებიდან ხალხის გადასარჩენად 5 000 მაშველი მუშაობს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ, დანგრეული ქალაქების ასაშენებლად 50 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.

myquiz