რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო | Allnews.Ge

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, შემოწმება რუსეთის მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გამოცხადდა.

"სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქებში, ჩრდილოეთის ფლოტში, საჰაერო-კოსმოსური ძალების, საჰაერო-სადესანტო ჯარების მთავარ სამეთაურო შტაბებში დილის 07:00-დან სრული საბრძოლო მზაობაა დაწყებული", -განაცხადა შოიგუმ.

მისი ცნობით, საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადების ფარგლებში, შემუშავდება "შეიარაღებული ძალების მზადების სრული ციკლი რუსეთის ინტერესების დასაცავად, უსაფრთხოების კუთხით საფრთხეების ზრდის გათვალისწინებით".

შოიგუს ინფორმაციით, პარალელურად, სამხრეთის სამხედრო ოლქში სტრატეგიულ სწავლება "კავკაზ-2016"-ვის აქტიური მზადება დაიწყო.

myquiz