ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტში შეიარაღებული სამხედროები შეიჭრნენ | Allnews.Ge

ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტში შეიარაღებული სამხედროები შეიჭრნენ

ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი იყო. შეიარაღებული სამხედროები უნივერსიტეტის შენობაში გუშინ საღამოს შეიჭრნენ. პერსონალი და სტუდენტები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩაკეტილი.

თავდასხმიდან ათი საათის შემდეგ, ავღანეთის პოლიციამ, ამერიკელი სამხედროების დახმარებით, დამნაშავეების ლიკვიდაცია შეძლო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

myquiz