მიწისძვრის შედეგად იტალიის ერთ-ერთი ქალაქი თითქმის განადგურდა | Allnews.Ge

მიწისძვრის შედეგად იტალიის ერთ-ერთი ქალაქი თითქმის განადგურდა

იტალიის ქალაქ ამატრიჩეში, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ათობით ადამიანია დაღუპული. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ქალაქის მერმა სერჯიო პიოციმ განაცხადა.

"ძალიან ბევრი დაღუპულია, ზუსტი რიცხვის დასახელება არ შემიძლია", - განაცხადა მერმა.

თავის მხრივ, იტალიური საინფორმაციო სააგენტო Ansa წერს, რომ ბოლო მონაცემებით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.

ამჯამად სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.იტალიის ხელისუფლების ცნობით, ოპერაციაში სამხედროები ჩაერთნენ.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.

მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

myquiz