თურქეთმა სირიის საზღვართან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო | Allnews.Ge

თურქეთმა სირიის საზღვართან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა სირიის საზღვართან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სასაზღვრო ქალაქ ჯერაბლუსის დაბომბვა დღეს, 05:00 საათიდან მიმდინარეობს.

თურქეთმა პირობა დადო, რომ სრულად გაასუფთავებს თავის საზღვარს ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლებისგან. ოპერაციაში ანკარას საჰაერო ძალების საერთაშორისო კოალიციაც ეხმარება.

აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

myquiz