თურქეთმა ავსტრიიდან საკუთარი ელჩი გაიწვია | Allnews.Ge

თურქეთმა ავსტრიიდან საკუთარი ელჩი გაიწვია

თურქეთმა ავსტრიიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. დასავლური პრესის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, ელჩი ჰასან გოგუსი ანკარაში "კონსულტაციებისა და ავსტრიასთან ურთიერთობის გადახედვის მიზნით" გაიწვიეს.

ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება ავსტრიასთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე მიიღო.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, 20 აგვისტოს ვენაში თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მხარდამჭერთა აქცია გაიმართა, რამაც თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია.

myquiz