ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დაადასტურა | Allnews.Ge

ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დაადასტურა

ნიკოლა სარკოზი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. განცხადება საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში 1 თვის წინაც გავრცელდა. 17 აგვისტოს კი ტელეკომპანია BFMTV-მა საკუთარ ვებ-გვერდზე იმ პოლიტიკოსების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. სავარაუდო კანდიდატებს შორის ნიკოლა სარკოზი და ეროვნული ფრონტის ლიდერი, მარი ლე პენიც აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-დან 2012-წლამდე იკავებდა.

myquiz