ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული თავდასხმით დაემუქრა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული თავდასხმით დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვული თავდასხმით დაემუქრა. ინფორმაციას ამის შესახებ Russia Today ავრცელებს.

ოფიციალურმა ფხენიანმა ვაშინგტონი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობაში დაადანაშაულა და მცირე პროვოკაციის შემთხვევაში საპასუხო რეაქციით დაემუქრა.

"ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობა შეიჭრას ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე სულ უფრო უგუნურ სახეს იღებს", - "რია ნოვოსტი" ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს განცხადების ციტირებას ახდენს.

სააგენტოს ინფორმაციით, კორეის ხელისუფლებამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გამოაცხადა.

აშშ-მ გუამში მდებარე საკუთარ ბაზაზე დამატებით B-2 Spirit-ის ტიპის 3 სტრატეგიული ბომბდამშენი განათავსა, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.

myquiz