ერევანში, ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაიღუპა | Allnews.Ge

ერევანში, ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაიღუპა

ერევანში, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს ორმხრივი სროლის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

"მანქანაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი 30 წლის იურა ტეპანოსიანი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. ავტომანქანა პოლიციის სამმართველოს შენობიდან 400 მეტრის დაშორებით იდგა", -განცხადა გუშინ პოლიციის პრესსპიკერმა აშოტ აღარუნიანმა.

17 ივლისს შეიარაღებული დაჯგუფება ერევანში მდებარე პოლიციის სამმართველოში შეიჭრა, ისინი დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას მოითხოვენ.

myquiz