ბელგიაში ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს | Allnews.Ge

ბელგიაში ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ბელგიაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამის ინფორმაციას ბელგიის პროკურატურა ავრცელებს.

დაკავებულია ორი ძმა- 33 წლის ნურედინი და ჰამზა. მათი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს.

"ბი-ბი-სი"-სცნობით, დღეს სასამართლო დაკავებულთა წინასწარი პატიმრობის საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

myquiz