თურქეთში, ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან აქციის მონაწილეებმა აშშ-ის დროშა დაწვეს და ბაზის დახურვა მოითხოვეს | Allnews.Ge

თურქეთში, ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან აქციის მონაწილეებმა აშშ-ის დროშა დაწვეს და ბაზის დახურვა მოითხოვეს

თურქეთში მდებარე ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან ანტიამერიკული საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მათ აშშ-ის დროშა დაწვეს და თურქეთის ხელისუფლებისგან ბაზის დახურვა მოითხოვეს. რუსული პრესა წერს, რომ თურქული გამოცემა Yeni Safak-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამერიკელი თადარიგის გენერალი ჯონ კემპბელი ინჯირლიკის ბაზაზე სამხედრო გადატრიალების წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს ატარებდა და დახმარებას უწევდა.

ინჯირლიკის ავიაბაზა თურქეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია ადანაში მდებარეობს. ავიაბაზაზე განლაგებულია საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში არიან ჩართული.

myquiz