დონალდ ტრამპი - არა მგონია, პუტინი ოდნავ მაინც სცემდეს პატივს ჰილარი კლინტონს, მე კი მას მოვწონვარ | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - არა მგონია, პუტინი ოდნავ მაინც სცემდეს პატივს ჰილარი კლინტონს, მე კი მას მოვწონვარ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ბარაქ ობამას "საერთოდ არ სცემს პატივს".

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პუტინს ანალოგიური დამოკიდებულება ჰილარი კლინტონის მიმართაც აქვს.

"არა მგონია, რომ პუტინი ოდნავ მაინც სცემდეს პატივს ჰილარი კლინტონს. მე კი მას მოვწონვარ", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მისი აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა დადებითად აისახება მოსკოვი-ვაშინგტონის ურთიერთობაზე.

"იმედი მაქვს მოვეწონები", - აღნიშნა ტრამპმა.

myquiz