რომის პაპი - ის რაც ხდება, არის ომი | Allnews.Ge

რომის პაპი - ის რაც ხდება, არის ომი

რომის პაპის განცხადებით, ევროპაში განხორციელებული ბოლო თავდასხმები მიანიშნებს, რომ მსოფლიო საომარ მდგომარეობაშია.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება ფრანცისკემ ჟურნალისტებთან საუბარში, საფრანგეთში კათოლიკე სასულიერო პირის მკვლელობის კომენტირებისას გააკეთა.

"ჩვენ მუდმივად გვესაუბრებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა, რეალურად, ის რაც ხდება, არის ომი. სიმართლის აღიარების აღარ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში, რადგან მშვიდობა დავკარგეთ", - განაცხადა რომის პაპმა.

"როდესაც ვსაუბრობ ომზე, მე ვგულისხმობ ომს ინტერესებისთვის, ფულისთვის, რესურსებისთვის და არა რელიგიისთვის. ყველა რელიგიას სურს მშვიდობა, ომი კი სხვა ადამიანებს უნდათ", - დასძინა პონტიფიკოსმა.

რომის პაპი დღეს პოლონეთს ეწვია, სადაც "ახალგაზრდობის მსოფლიო დღის" ფესტივალზე ათასობით კათოლიკეს წინაშე სიტყვით წარდგება. დაგეგმილია ასევე პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრა.

myquiz