წამყვანი ფრანგული მედიასაშუალებები ტერორისტების ფოტოსურათებს აღარ გამოაქვეყნებენ | Allnews.Ge

წამყვანი ფრანგული მედიასაშუალებები ტერორისტების ფოტოსურათებს აღარ გამოაქვეყნებენ

აღარ გამოაქვეყნებენ რამდენიმე წამყვანმა ფრანგულმა მედიასაშუალებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ გამოაქვეყნებს ტერორისტების ფოტოსურათებს.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ამ იდეას მხარი დაუჭირეს გამოცემა Le Monde-მა და Le Croix-მ, ასევე რადიო RFI-მ და ტელეკომპანია France 24-მა და BFMTV-მ.

მედიასაშუალებები განმარტავენ, რომ მათი მოსაზრებით, მასმედიამ არ უნდა მოახდინოს იმ ადამიანების პოპულარიზაცია, რომლებმაც ტერორისტული ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს.

26 ივლისს, საფრანგეთში ორი ისლამისტი ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფები მძევლად აიყვანა, 84 წლის სასულიერო პირი კი მოკლა.

myquiz