"ბოკო ჰარამმა" 50 ბავშვი თვითმკვლელ ტერორისტად აქცია | Allnews.Ge

"ბოკო ჰარამმა" 50 ბავშვი თვითმკვლელ ტერორისტად აქცია

ბოლო 6 თვის განმავლობაში ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ბოკო ჰარამმა" თვითმკვლელ ტერორისტებად 50 ბავშვი აქცია. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, სტივენ ობრაიენმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბავშვებმა ოთხი აფრიკული ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს ტერაქტები.

გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, "ბოკო ჰარამი" ნიგერიის ტერიტორიაზე "წარმოუდგენელ" ძალადობას და სისასტიკეს ჩადის.

გაერო-ს შეფასებით, დაჯგუფების ქმედებების გამო 9 მილიონ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება, აქედან 7 მილიონი - ნიგერიელია.

ორგანიზაციის ცნობით, ნიგერიის ბორნოს შტატში, რომელიც მანამდე "ბოევიკების" კონტროლის ქვეშ იყო, 250 000 ბავშვი შიმშილობს.

"ბოკო" ჰარამი 2015 წელს დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა.

myquiz