ერევანში, შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობა წამოაყენა | Allnews.Ge

ერევანში, შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობა წამოაყენა

ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულმა ჯგუფმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობა წამოაყენა. ჯგუფის წევრთა განცხადებით, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადის ოთხ წევრს იმის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, თუ განყოფილების ტერიტორიაზე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი და ექიმები ჩავლენ და ოპერაციებს ჩაატარებენ.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის 4 წევრი მძევლად აიყვანა.

გუშინ საღამოს განყოფილების მიმდებარედ ორმხრივი სროლა მოხდა, შედეგად დაიჭრა პოლიციელი და შეარაღებული ჯგუფის ორი წევრი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერევანში მდებარე პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები უკვე 10 დღეა იმყოფებიან. ისინი ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

myquiz