რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური - რუსეთის ტერიტორიაზე 220 პოტენციური თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფება | Allnews.Ge

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური - რუსეთის ტერიტორიაზე 220 პოტენციური თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფება

რუსეთის ტერიტორიაზე 220 პოტენციური თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა სპეცსამსახურების, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების საბჭოზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მათგანი ოპერატიულ კონტროლზე იმყოფება.

ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა საერთაშორისო ძებნაში 260-ზე მეტი ადამიანი გამოაცხადეს, აღნიშნული პირები ამზადებენ ტერაქტებს როგორც რუსეთში, ისე სხვა ქვეყნებშიც.

ბორტნიკოვის თქმით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ ახლო აღმოსავლეთში მყოფი ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები აპირებენ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი იატაკქვეშეთის გაძლიერებას.

myquiz