თურქეთის ხელისუფლებამ 47 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა | Allnews.Ge

თურქეთის ხელისუფლებამ 47 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, "ზამანის" 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ორდერის გაცემის შემდეგ დააკავეს სულ მცირე ერთი ჟურნალისტი - ის "ზამანის" ყოფილი თანამშრომელი სახინ ალპაია.

ორშაბათს თურქეთში 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცეს, აქედან 16 დაკითხვის მიზნით დააკავეს.

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დააკავეს ან სამსახურიდან დაითხოვეს 60 000-ზე მეტი ადამიანი.

myquiz