შვედეთის ქალაქ მალმოს სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა | Allnews.Ge

შვედეთის ქალაქ მალმოს სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

შვედეთის ქალაქ მალმოს სავაჭრო ცენტრში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ერთი მამაკაცი დაჭრა. ამის შესახებ "როიტერი" შვედეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მალმოს პოლიციაში განაცხადეს, რომ მამაკაცი ფეხშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯერ კიდევ არ მომხდარა დამნაშავის იდენტიფიცირება, უცნობია სროლის მოტივიც.

სროლა ქალაქის იმ ნაწილში მოხდა, სადაც, ძირითადად, მიგრანტები არიან დასახლებული.

როგორც ცნობილია, ბოლო კვირების განმავლობაში, ევროპის ქალაქებში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომლებზეც, ძირითადად, პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

myquiz