საფრანგეთში ეკლესიაზე თავდამსხმელები ლიკვიდირებული არიან, დაღუპულია ერთი მძევალი | Allnews.Ge

საფრანგეთში ეკლესიაზე თავდამსხმელები ლიკვიდირებული არიან, დაღუპულია ერთი მძევალი

საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში, სადაც ეკლესიაზე შეიარაღებულ თავდასხმა მოხდა, სართალდამცველებმა ორივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება. ვრცელდება ინფორმაცია ერთ დაღუპულ მძევალზე.

მომხდარის დეტალები და თავდამსხმელთა მოტივები ამ დრომდე უცნობია.

საფრანგეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დანით შეიარაღებული ორი პირი ქალაქში მდებარე ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფები მძევლად აიყვანა, მათ შორის მღვდელი და ორი მონაზონი.

myquiz