საფრანგეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა | Allnews.Ge

საფრანგეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა

აფრანგეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. დასავლური მედიის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში მოხდა.

"როიტერის" ინფორმაციით, ეკლესიაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირებმა მძევლად 4-დან 6 ადამიანამდე აიყვანეს. სააგენტოს ცნობით, თავდამსხმელები დანით არიან შეიარაღებულნი.

ადგილობრივი მედიასაშაულებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მძევლებს შორის სასულიერო პირია.

საფრანგეთში ეკლესიაზე თავდამსხმელები ლიკვიდირებული არიან, დაღუპულია ერთი მძევალი

ეკლესიაზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

myquiz