თურქეთში ახალ კონსტიტუციაზე დაიწყეს მუშაობა | Allnews.Ge

თურქეთში ახალ კონსტიტუციაზე დაიწყეს მუშაობა

თურქეთის მმართველმა პარტიამ, ოპიზიციურ ძალებთან ერთად ახალ კონსტიტუციაზე დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ანკარაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკავშირდება სამხედრო გადატრიალების მცდელობას.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, საუბარია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა ცვლილებებია დაგეგმილი.

თურქეთის პრემიერმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, ჟანდარმერია და სამაშველო სამსახური სამოქალაქო უწყებებს დაექვემდებარება.

myquiz