იაპონიაში შშმ პირთა ცენტრზე თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

იაპონიაში შშმ პირთა ცენტრზე თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი დასავლეთ ტოკიოში მოხდა.

პოლიციამ უკვე დააკავა თავდამსხმელი, რომელიც ცივი იარაღით მოქმედებდა. ის 26 წლისაა და როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამავე ცენტრის ყოფილი თანამშრომელია.

მსგავსი თავდასხმები იაპონიაში ძალიან იშვიათია. უცხოურ მედიაში მომხდარი უკვე ფასდება, როგორც ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საშინელი მკვლელობა.

myquiz