"გაზპრომი" ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შვილობილ საწარმოს გახსნის | Allnews.Ge

"გაზპრომი" ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შვილობილ საწარმოს გახსნის

"გაზპრომი" ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ საწარმოს გახსნის, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციის საკითხებით დაკავდება.

როგორც "სპუტნიკ ოსეტია" იტყობინება, "გაზპრომის" წარმომადგენლები დღეს ცხინვალში ჩავიდნენ, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს შეხვდნენ.

"განიხილებოდა ბევრი ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ვარიანტზე, რომელიც აპრობირებულია რუსეთის მიერ ბელორუსში, ყირგიზეთსა და სომხეთში, სადაც არის ჩვენი შვილობილი საწარმოები, "გაზპრომს" კი აკისრია პასუხისმგებლობა მათი ფუნქციონირებისთვის, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე გაზის მიწოდებისთვის, გაზის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის. ანუ "გაზპრომი" პასუხისმგებელია გაზის დარგის ფინანსური, ეკონომიკური და იურიდიული საქმიანობისთვის", - განაცხადა "გაზპრომის" წარმომადგენელმა ვალერი გოლუბევმა შეხვედრაზე.

myquiz